ვემსახურებით თქვენს უსაფრთხოებას
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
დაცვის პოლიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს :
მხოლოდ დაცვის პოლიცია იყენებს უახლესი თაობის სატელიტურ AES Intellinet-ის გადამცემებს, რაც ობიექტიდან გადაცემული სიგნალის უდანაკარგო მიღებას და მათ მყისიერ დამუშავებას უზრუნველყოფს.
დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ტექნიკური საშუალებებით, ისე საპოლიციო ძალით, დაცულია 16 645-მდე ობიექტი. მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები: საერთაშორისო აეროპორტები, ეროვნული საგანძური,მუზეუმები, საზღვაო პორტები,წყლის სტრატეგიულ რეზერვუარები.
ჩვენი მთავარი მისიაა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი საქმიანობისათვის.