საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები. ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება ჩვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლიდან და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს სამი სახის მომსახურებას:
სახანძრო სიგნალიზაციით დაცვა - ობიექტში ხანძრის ან ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში, ინფორმაცია შემოდის როგორც ცენტრალური მართვის პულტზე, ასევე 112-ში. ადგილზე მდგომარეობას ამოწმებს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი და ხანძრის ან/და დაკვამლიანების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური დაკვირვების პუნქტის ოპერატორი ინფორმაციას მყისიერად გადასცემს 112-ს.
დაცვის პერიმეტრული საგანგაშო სიგნალიზაციით მომსახურების სარგებლობისთვის, დასაცავ ობიექტზე ინსტალირდება და მოთხოვნისამებრ უერთდება შემდეგი მაუწყებელი:
ობიექტში დამონტაჟდებული სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით განგაშის სიგნალი გადაეცემა ცენტრალურ დაკვირვების პუნქტს. განგაშის სიგნალის მიღებიდან 2-5 წუთში, დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ცხადდება.
აღნიშნული აპარატურის ინსტალაციას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური საინჟინრო-სამონტაჟო ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებებით.
ტექნიკური საშუალებებით დაცვის ყოველთვიური გადასახადი:
|
კომერციული ობიექტი |
150 ლარიდან |
|
საცხოვრებელი ბინა |
60 ლარიდან |
|
ინდივიდუალური სახლი |
100 ლარიდან |
|
სააგარაკო ზონა |
100 ლარიდან |
|
საცხოვრებელი ბინა + აგარაკი |
135 ლარიდან |
|
სააგარაკო ზონებია: საგურამო, ნატახტარი, მისაქციელი, არაგვისპირი, ბულაჩაური, წითელსოფელი, წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი, ტაბახმელა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. |
|