საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები. ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება ჩვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლიდან და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ორი სახის მომსახურებას:
დაცვის პერიმეტრული საგანგაშო სიგნალიზაციით მომსახურების სარგებლობისთვის, დასაცავ ობიექტზე ინსტალირდება და მოთხოვნისამებრ უერთდება შემდეგი მაუწყებელი:
ობიექტში დამონტაჟდებული სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით განგაშის სიგნალი გადაეცემა ცენტრალურ დაკვირვების პუნქტს. განგაშის სიგნალის მიღებიდან 2-5 წუთში, დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ცხადდება.
აღნიშნული აპარატურის ინსტალაციას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური საინჟინრო-სამონტაჟო ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებებით.
ტექნიკური საშუალებებით დაცვის ყოველთვიური გადასახადი:
კომერციული ობიექტი |
150 ლარიდან |
საცხოვრებელი ბინა |
60 ლარიდან |
ინდივიდუალური სახლი |
100 ლარიდან |
სააგარაკო ზონა |
100 ლარიდან |
საცხოვრებელი ბინა + აგარაკი |
135 ლარიდან |
სააგარაკო ზონებია: საგურამო, ნატახტარი, მისაქციელი, არაგვისპირი, ბულაჩაური, წითელსოფელი, წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი, ტაბახმელა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. |
დაცვის პოლიცია გთავაზობთ ობიექტების დაცვას, როგორც საპოლიციო ძალით, ასევე კომბინირებულ - საპოლიციო და ტექნიკური საშუალებებით დაცვას.
დაცვის პოლიცია დასაცავი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ისეთი დაცვის გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგავს თქვენს ფინანსურ რესურსებს ისე, რომ დაცვის ხარისხი თანამედროვე სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში.
დაცვის პოლიციის მიერ საპოლიციო ძალით დაცვა ხორციელდება, როგორც დღის განმავლობაში - სამუშაო საათებში, ასევე 24 საათიანი რეჟიმით.
დაცვისთვის საჭირო პოლიციელთა რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ტექნიკურ გამაგრებაზე და სპეციფიკაზე.
ობიექტების საპოლიციო ძალით დაცვის დროს თანამშრომლები აღჭურვილნი არიან უნიფორმით, სპეციალური საშუალებებით და ცეცხლსასროლი იარაღით.
საპოლიციო ძალით დაცვის ტარიფები:
უმცროსი ინსპექტორი | 1400 ლარიდან |
დაცვის პოლიცია გთავაზობთ დაცვა-გაცილების მომსახურებას. დაცვა - გაცილება ხორციელდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილებით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მომსახურების ძირითადი მიმართულებებია:
მომსახურების ტარიფები:
კატეგორია | გადასაზიდი ტვირთის ზომები | მომსახურების ღირებულება ერთ ავტომობილზე | ||||
20 კმ-ის ჩათვლით | 20 კმ-ის ზევით 100 კმ-ის ჩათვლით | 100 კმ-ის ზევით | ||||
1 | არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთების დაცვა-გაცილება | სიმაღლე | 4.0 მ-დან - 6.0 მ-მდე | 500 ლარი | 500 ლარი + 20 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 20 ლარი | 2100 ლარი + 100 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 15 ლარი |
სიგანე | 3.0 მ-დან - 6.0 მ-მდე | |||||
სიგრძე | 24.0 მ-დან - 40.0 მ-მდე | |||||
სიმაღლე | 6.0 მ-იდან | არანაკლებ 300 ლარი ყოველ 1 კმ-ზე | არანაკლებ 200 ლარი ყოველ 1 კმ-ზე | არანაკლებ 100 ლარი ყოველ 1 კმ-ზე | ||
სიგანე | 6.0 მ-იდან | |||||
სიგრძე | 40.0 მ-იდან | |||||
2 | ფიზიკურ პირთა გაცილება (ექსკორტირება); სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების, ზენორმატიული (მძიმეწონიანი), საშიში და სხვა ტვირთების დაცვა-გაცილება |
350 ლარი | 350 ლარი + 20 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 8.5 ლარი | 1150 ლარი + 100 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 7 ლარი |
დაცვის პოლიცია გთავაზობთ პირადი დაცვის მომსახურებას. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს კონკრეტული პირის (პირების) უსაფრთხოებას. დაცვის პოლიციას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება პიროვნების პირად დაცვასა და ესკორტირებაში.
დაცვის პოლიცია იცავს საქართველოს და უცხო ქვეყნების ასეულობით მოქალაქეს. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონიჭებული ნდობისა და პასუხისმგებლობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულება.
პირადი დაცვის თანამშრომლები გადიან სპეციალურ კურსებს, სადაც ითვისებენ პირის მაქსიმალურად ეფექტური დაცვის ტექნიკას.
პირადი დაცვის ხელშეკრულების გაფორმებისას, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს პირად დაცვაში აიყვანოს როგორც მოქმედი თანამშრომელი, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
პირადი დაცვის ტარიფები:
უმცროსი ინსპექტორი |
2000 ლარი |
ინსპექტორი |
2400 ლარი |
უფროსი ინსპექტორი |
3000 ლარი |
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება გულისხმობს ავტომობილით სარგებლობას. ავტომობილით მომსახურებაში შედის სახელმწიფო ნომრით სარგებლობა. მომსახურების ტარიფი შეადგენს 3000 ლარს.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ფულადი სახსრებისა და ძვირფასეულობის ინკასაციას. ინკასაცია ხორციელდება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი მანქანებით. დაცვის პოლიციის საინკასაციო მომსახურებით საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ბანკი სარგებლობს. ჩვენი თანამშრომლები გადიან მუდმივ საცეცხლე პრაქტიკულ და თეორიულ გადამზადებას.
დაცვის პოლიცია გთავაზობთ ავტომობილების GPS მომსახურებას. აღნიშნული სერვისი გთავაზობთ ავტომობილის ადგილმდებარეობის, სიჩქარის, გავლილი ტრაექტორიის, მოძრაობის დროის, ძრავის მდგომარეობის LIVE - მონიტორინგს.
ავტომობილებში მონტაჟდება GPS/GPRS მოწყობილობები, რომლებიც GPS სატელიტებიდან მიღებულ სიგნალს ამუშავებენ და ადგენენ ავტომობილების ადგილმდებარეობას. ინფორმაცია GPS - ით გადაეცემა ცენტრალურ სერვერს, სადაც ხდება დამუშავება, დახარისხება და ბაზებში განთავსება. მომხმარებელი ავტომობილებს ონლაინ-რეჟიმში, ვებ-გვერდის www.gpscontrol.ge - ს მეშვეობით აკონტროლებს.
GPS/GPRS მონიტორინგით შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის მიღება: