დაცვის პოლიცია გთავაზობთ დაცვა-გაცილების სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი რისკის მქონე ტვირთებისა და არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით. მომსახურება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილებით, პროფესიონალი, შეიარაღებული თანამშრომლების მიერ ხორციელდება.
მომსახურების ძირითადი მიმართულებები:
▪️ სამუზეუმო ექსპონატების, ხელოვნების ნიმუშებისა და კერძო კოლექციების დაცვა-გაცილება;
▪️ არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების დაცვა-გაცილება;
▪️ ფსიქოტროპული მედიკამენტების, ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიური და სხვა სახიფათო ნივთიერებების დაცვა-გაცილება.
| კატეგორია | გადასაზიდი ტვირთის ზომები | მომსახურების ღირებულება ერთ ავტომობილზე | |||
| 20 კმ-ის ჩათვლით | 20 კმ-ის ზევით 100 კმ-ის ჩათვლით | 100 კმ-ის ზევით | |||
|
არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთების დაცვა-გაცილება |
სიმაღლე | 4.0 მ-დან - 6.0 მ-მდე | 500 ლარი | 500 ლარი + 20 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 20 ლარი | 2100 ლარი + 100 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 15 ლარი |
| სიგანე | 3.0 მ-დან - 6.0 მ-მდე | ||||
| სიგრძე | 24.0 მ-დან - 40.0 მ-მდე | ||||
| სიმაღლე | 6.0 მ-დან ზევით | არანაკლებ 300 ლარი ყოველ 1 კმ-ზე | არანაკლებ 200 ლარი ყოველ 1 კმ-ზე | არანაკლებ 100 ლარი ყოველ 1 კმ-ზე | |
| სიგანე | 6.0 მ-დან ზევით | ||||
| სიგრძე | 40.0 მ-დან ზევით | ||||
|
ფიზიკურ პირთა გაცილება (ესკორტირება); სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების, ზენორმატიული (მძიმეწონიანი),საშიში და სხვა ტვირთების დაცვა-გაცილება |
700 ლარი | 700 ლარი + 20 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 10 ლარი | 1500 ლარი + 100 კმ-ს ზევით ყოველ 1 კმ-ზე 7 ლარი | ||