დაცვის პოლიცია გთავაზობთ პირადი დაცვის მომსახურებას. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს კონკრეტული პირის (პირების) უსაფრთხოებას. დაცვის პოლიციას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება პიროვნების პირად დაცვასა და ესკორტირებაში.
დაცვის პოლიცია იცავს საქართველოს და უცხო ქვეყნების ასეულობით მოქალაქეს. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონიჭებული ნდობისა და პასუხისმგებლობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულება.
პირადი დაცვის თანამშრომლები გადიან სპეციალურ კურსებს, სადაც ითვისებენ პირის მაქსიმალურად ეფექტური დაცვის ტექნიკას.
პირადი დაცვის ხელშეკრულების გაფორმებისას, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს პირად დაცვაში აიყვანოს როგორც მოქმედი თანამშრომელი, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
პირადი დაცვის ტარიფები:
უმცროსი ინსპექტორი |
6000 ლარი |
ინსპექტორი |
6500 ლარი |
უფროსი ინსპექტორი |
7000 ლარი |
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება გულისხმობს ავტომობილით სარგებლობას. ავტომობილით მომსახურებაში შედის სახელმწიფო ნომრით სარგებლობა. მომსახურების ტარიფი შეადგენს 10000 ლარს.