დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა, მოადგილეებთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გიორგი ალადაშვილმა რეგიონულ დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ყურადღება გამახვილდა დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის, მადლობა გადაუხადა.
გიორგი ალადაშვილმა ასევე ისაუბრა ტურისტულ რეგიონებში დაცვის პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობაზე, განიხილა მიმდინარე გამოწვევები და ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი დავალებები მისცა.