შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი იმერეთისა და გურიის რეგიონებს ეწვია.
გიორგი ალადაშვილმა რეგიონებში დაცვის პოლიციის განახლებული სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
რეგიონებში გიორგი ალადაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - დავით ნოზაძე და იოსებ ქურხაშვილი.