დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების გეგმიური კურსი გაიარეს. კურსის მიზანი იყო დაცვის პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ამაღლება.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2020 წლის დადგომას საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატება, ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 147-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სერვისის გაუმჯობესების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლებმა სპეციალური საცეცხლე გადამზადება გაიარეს. სწავლება ისრაელის ავიახაზების უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით და ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
პატარა გიდი უშგულიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ესტუმრა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ქოჩქიანს დაცვის პოლიციის საპატიო თანამშრომლის მოწმობა გადასცა.
11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს თანამშრომელს სპირიდონ ნიჟარაძე პრემიერ მინისტრის ჯილდო გადაეცა. პოლიციის უფროსი სერჟანტი, სპირიდონ ნიჟარაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2005 წლიდან მუშაობს, ის უშგულში ქვეყნის ეროვნულ საგანძურს იცავს. ძალოვან უწყებებში საქმიანობა დაიწყო 22 წლის ასაკში და 30 წელზე მეტია ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა. დეპარტამენტის გუნდმა ფინალურ მატჩზე საპატრულო პოლიციის გუნდი პენლების სერიაში დაამარცხა.