ვემსახურებით თქვენს უსაფრთხოებას
დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იურიდიულ/ფიზიკური პირების ქონების და პირადი უსაფრთხოების დაცვა, ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა; დაცვის პოლიციის მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ტექნიკური საშუალებებით, ისე საპოლიციო ძალით, დაცულია 14 576-მდე ობიექტი. მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები: საერთაშორისო აეროპორტები, ეროვნული საგანძური, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, სარკინიგზო მაგისტრალები.
ჩვენი მთავარი მისიაა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი საქმიანობისათვის.
ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება დაცვის სფეროში და გვყავს პროფესიონალი კადრები
ჩვენ გვაქვს უახლესი და მუდმივად განახლებადი დაცვის ტექნოლოგიები
დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ.