შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ალადაშვილმა დეპარტამენტის რეგიონებისა და თბილისის სამმართველოების წარმომადგენლებისგან დაცვის პოლიციის საქმიანობის, დეპარტამენტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის საუბარი შეეხო თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესების საკითხს.
გიორგი ალადაშვილმა თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.