სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალმომარაგების ობიექტების დაცვის სამმართველო
პოზიციის დასახელება: წყალმომარაგების ობიექტების დაცვის სამმართველოს, ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (სამოქალაქო პირი)
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 725 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, დუშეთისა და მცხეთის რაიონი.
ვაკანსიის რაოდენობა: 8
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: საბაზო განათლება, სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი (სავალდებულოა მამაკაცებისთვის).
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
საკონტაქტო პირი - კახა ზურაბიშვილი (მობ: 577 53 83 75).