სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო
პოზიციის დასახელება: დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 4
განაცხადის წარდგენის ვადა: 2021 წლის 23 აპრილიდან 26 აპრილამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა
განათლება: სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა;
დეტალებზე ორიენტირების უნარი;
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციულ შენობაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი N158). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;