სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველო
პოზიციის დასახელება: ქ.თბილისის მთავარი სამმართველო გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის სამმართველოს სს. "თბილისი ცენტრალი" - ს ობიექტის დაცვის ინსპექტორი - 1
(თანამდებობრივი სარგო: 685 ლარი)
ქ.თბილისის მთავარი სამმართველო გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დაცვის ინსპექტორი - 2
(თანამდებობრივი სარგო: 480 ლარი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი.
ქ.თბილისის მთავარი სამმართველო დიდუბე-ჩუღურეთის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „ოჯთ“ ობიექტის დაცვის ინსპექტორი - 9
(თანამდებობრივი სარგო: 480 ლარი)
ქ.თბილისის მთავარი სამმართველო მთაწმინდა-კრწანისის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს "ნიუ ჰაუსი"-ს ობიექტის დაცვის (ქ.თბილისი, მთაწმინდა-კრწანისის რ-ნი, რ.ლაღიძის ქN12) ინსპექტორი - 2
(თანამდებობრივი სარგო: 480 ლარი)
ქ.თბილისის მთავარი სამმართველო მთაწმინდა-კრწანისის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს "ლიმონი 2009"-ს ობიექტის დაცვის (ქ.თბილისი, ვარდების მოედანი N1) ინსპექტორი - 2
(თანამდებობრივი სარგო: 480 ლარი)
ქ.თბილისის მთავარი სამმართველო ვაკე-საბურთალოს დაცვის პოლიციის სამმართველოს მოქალაქე ზურაბ კერვალიშვილის ობიექტის დაცვის ინსპექტორი - 2
(თანამდებობრივი სარგო: 480 ლარი)
(სამოქალაქო პირი)
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი (სავალდებულოა მამაკაცებისთვის).
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციულ შენობაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი N158). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;
შენიშვნა: კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.