ქ.თბილისის სამმართველოს 1 ვაკანსია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ქ.თბილისის სამმართველოში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ქ.თბილისის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 315 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან;
სიმაღლე - 170 სმ-დან;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული სააპლიკაციო ფორმა ) თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2020 წლის 17 იანვრიდან 20 იანვრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.