სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალმომარაგების ობიექტების დაცვის სამმართველო
პოზიციის დასახელება: წყალმომარაგების ობიექტების დაცვის სამმართველოს, ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, მცხეთა.
ვაკანსიის რაოდენობა: 15
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: საბაზო განათლება, სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა;
დეტალებზე ორიენტირების უნარი;
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი.
გასაუბრება აღნიშნულ ვაკანსიაზე ჩატარდება მისამართზე: ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქ. N5. საკონტაქტო პირი - კახა ზურაბიშვილი (მობ: 577538375).