საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 1 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილებაში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ტრანსპორტის განყოფილების გმს ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 1140 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ასაკი 22 წლიდან;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის)ცოდნა;
ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების ცოდნა;
საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
აგრეთვე კონკურსანტს უნდა გააჩნდეს პიროვნული თვისებები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი 22-დან;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის)ცოდნა;
ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების ცოდნა;
საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
სახელმწიფო ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 29 ნოემბრიდან 02 დეკემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.