სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო
პოზიციის დასახელება: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ფოთის დაცვის პოლიციის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (სამოქალაქო პირი)
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ფოთი
ვაკანსიის რაოდენობა: 30 (ოცდაათი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: საბაზო განათლება, სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
გასაუბრება აღნიშნულ ვაკანსიაზე ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: ქ. ფოთი, მშვიდობის ქ. N6. საკონტაქტო პირი - ჟანა გოგოლაძე (მობ: 577609407).