სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 32 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 32 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ფოთის დაცვის პოლიციის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 15
თანამდებობრივი სარგო 450 ლარიდან
ზუგდიდის დაცვის პოლიციის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 10
თანამდებობრივი სარგო 450 ლარიდან
სენაკის დაცვის პოლიციის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 5
თანამდებობრივი სარგო 450 ლარიდან
შპს „ენგურჰესი’’-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 2
თანამდებობრივი სარგო 385 ლარიდან
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან;
სიმაღლე - 170 სმ-დან;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 15 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.