სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო
პოზიციის დასახელება: საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1815 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: 2024 წლის 26 ივლისიდან 29 ივლისამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: უმაღლესი განათლება;
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Word, Excel-ის) ცოდნა;
საბუღალტრო (Info) პროგრამის ცოდნა;
სამხედრო ბილეთი (სავალდებულოა მამაკაცებისთვის).
ფუნქცია-მოვალეობები:
ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
მოტივირებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი N158). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;
შენიშვნა: კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.