სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო
პოზიციის დასახელება: საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1997 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: 2025 წლის 11 აპრილიდან 14 აპრილამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: უმაღლესი განათლება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel-ის) ცოდნა;
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ბიჯეტის შესრულების კონტროლი;
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;
შენიშვნა: კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.