საავიაციო უშიშროების სამმართველოს 23 ვაკანსია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საავიაციო უშიშროების სამმართველოში 23 ვაკანტურ თანამდებობაზე.
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ქუთაისი) უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) –13
თანამდებობრივი სარგო 740 ლარი
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ქუთაისი) უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) –4
თანამდებობრივი სარგო 740 ლარი
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ბათუმი) უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) –3
თანამდებობრივი სარგო 740 ლარი
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ბათუმი) უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) –3
თანამდებობრივი სარგო 740 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან 40 წლამდე;
სიმაღლე - 170 სმ-დან;
ინგლისური ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
სახელმწიფო ენის ცოდნა.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;
გარეპერიმეტრის დაცვა.
12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2019 წლის 22 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.