საავიაციო უშიშროების სამმართველოს 3 ვაკანსია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საავიაციო უშიშროების სამმართველოში 3 ვაკანტურ თანამდებობაზე.
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.თბილისი) უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) –2
თანამდებობრივი სარგო 930 ლარი
საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.თბილისი) უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) –1
თანამდებობრივი სარგო 930 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან 40 წლამდე;
სიმაღლე - 170 სმ-დან;
ინგლისური ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
სახელმწიფო ენის ცოდნა.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;
გარეპერიმეტრის დაცვა.
12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2019 წლის 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.