სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო
პოზიციის დასახელება: საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1180 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: 2021 წლის 19 თებერვლიდან 22 თებერვლამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: უმაღლესი განათლება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა;
დეტალებზე ორიენტირების უნარი;
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციულ შენობაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი N158). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;
შენიშვნა: კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.