სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო
პოზიციის დასახელება: კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს თელავის დაცვის პოლიციის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (სამოქალაქო პირი)
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 600 (ექვსასი) ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თელავი
ვაკანსიის რაოდენობა: 5 (ხუთი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: საბაზო განათლება, სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
გასაუბრება აღნიშნულ ვაკანსიაზე ჩატარდება თელავის დაცვის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე: ქ.თელავი გ.ჩოხელის ქ. N35. საკონტაქტო პირი მამუკა ბენაშვილი (591 08 65 63).