კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 3 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს კახეთის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 3 ვაკანტურ თანამდებობაზე.
საგარეჯოს დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 2
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი
გურჯაანი-ლაგოდეხი-ყვარელის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან;
სიმაღლე - 170 სმ-დან;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2020 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.