სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1150 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: 2021 წლის 24 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: უმაღლესი განათლება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციულ შენობაში (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი N158). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;
შენიშვნა: კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.