სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველო
პოზიციის დასახელება: ინკასაციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 1736 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ვაკანსიის რაოდენობა: 2
განაცხადის წარდგენის ვადა: 19.01.2026
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: სრული ზოგადი / უმაღლესი.
ფუნქცია-მოვალეობები:
ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირება, ინკასირების დაცვა გაცილება და მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
სოციალური დაცვის გარანტიები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება სამედიცინო დაზღვევის ოჯახური (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი/შვილები) პაკეტი.
კანდიდატმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთოს შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება;
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება.
შენიშვნა: მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.