სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველო
პოზიციის დასახელება: ინკასაციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი
სამუშაო რეჟიმი: არანორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 1584 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი
ვაკანსიის რაოდენობა: 2
განაცხადის წარდგენის ვადა: 07.12.2025
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: სრული ზოგადი / უმაღლესი.
ფუნქცია-მოვალეობები:
ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირება, ინკასირების დაცვა გაცილება და მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1).
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება.
შენიშვნა: მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.