შსს სსიპ - დპდ ინკასაციის სამმართველოს 5 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ინკასაციის სამმართველოში 5 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.თბილისი) უმცროსი ინსპექტორი – 5
თანამდებობრივი სარგო 800 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 20 წლიდან 45 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირება, ინკასირების დაცვა გაცილება და მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღა ლი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2020 წლის 7 თებერვლიდან 17 თებერვლამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.