შსს სსიპ - დპდ ინკასაციის სამმართველოს 5 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ინკასაციის სამმართველოში 5 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.თბილისი) უმცროსი ინსპექტორი – 5
თანამდებობრივი სარგო 800 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 20 წლიდან 45 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირება, ინკასირების დაცვა გაცილება და მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღა ლი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2020 წლის 17 იანვრიდან 27 იანვრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.