იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 30 ვაკანსია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს იმერეთი-გურიის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 30 ვაკანტურ თანამდებობაზე.
იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, საჩხერე-ჭიათურის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 680 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 21 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა.
იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, ქუთაისის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 10
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი
იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, ზესტაფონის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 5
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი
იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, საჩხერე-ჭიათურის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 10
თანამდებობრივი სარგო 500 ლარი
იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, წყალტუბო-ხონის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 4
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან;
სიმაღლე - 170 სმ-დან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2020 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.