სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო
პოზიციის დასახელება: ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი (სამოქალაქო პირი) (ბიჭი)
სამუშაო რეჟიმი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში) 3 დღეში ერთხელ.
თანამდებობრივი სარგო: 1271 (ათასორასსამოცდათერთმეტი) ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 20 (ოცი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1).