სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველო
პოზიციის დასახელება: საავიაციო უშიშროების სამმართველოს (ქ.ქუთაისი) უმცროსი ინსპექტორი (სამოქალაქო პირი)
სამუშაო რეჟიმი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში) 4 დღეში ერთხელ.
თანამდებობრივი სარგო: 1260 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: სრული ზოგადი / უმაღლესი;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უზრუნველყოს მგზავრების, ასევე აეროპორტის მომსახურე პერსონალის, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, ტრანსპორტის, ტვირთების და ფოსტის შემოწმება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1).
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, სპეციალური შემოწმება.
შენიშვნა: მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.