სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველო
პოზიციის დასახელება: საავიაციო უშიშროების სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი
სამუშაო რეჟიმი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში) 4 დღეში ერთხელ.
თანამდებობრივი სარგო: 1529 ლარიდან
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 26
განაცხადის წარდგენის ვადა: 2025 წლის 24 იანვრიდან 27 იანვრამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი (სავალდებულოა მამაკაცებისთვის);
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზრუნველყოს მგზავრების, ასევე აეროპორტის მომსახურე პერსონალის, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, ტრანსპორტის, ტვირთების და ფოსტის შემოწმება;
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გაწონასწორებულობა.
კანდიდატებმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება;
შენიშვნა: კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.