შიდა აუდიტის სამსახურის 2 ვაკანსია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს შიდა აუდიტის სამსახურში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.
შიდა აუდიტის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 1000 ლარი
შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - 1
თანამდებობრივი სარგო 900 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
იურიდიულ ან საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
კანონთან და საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;
კვალიფიკაციის შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
წერილობითი ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნდარი;
სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
აუდიტად მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული სააპლიკაციო ფორმა ) თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2020 წლის 14 თებერვლიდან 9 მარტამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.