შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის 1 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია (სამმართველო) აცხადებს კონკურსს 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამორიგეო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1
თანამდებობრივი სარგო 1000 ლარი
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 21 წლიდან;
სიმაღლე - 170 სმ-დან;
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 29 ნოემბრიდან 02 დეკემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.