შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონი და მისი მოადგილე მიხეილ მაღლაკელიძე, აშშ-ის საელჩოს მხრიდან კი საელჩოს სამხედრო ძალების უსაფრთხოების განყოფილების სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ტერნერი და ამავე განყოფილების თანამშრომელი ლევან ორჯონიკიძე დაესწრნენ.
მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. გარდა ამისა, გიორგი ბაგრატიონმა და დევიდ ტერნერმა უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საკითხები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები დასახეს.