შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი და აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დიანა როსტიაშვილი .
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.