შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ.
დეპარტამენტის თანამშრომლები გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძიზე არსებულ ტურისტულ ზონებში, საბაგიროებთან მოქალაქეების ნაკადს დაარეგულირებენ და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.