შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში თანამშრომელთა ხელფასის მატება გრძელდება.
ამ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის, ასევე ინკასაციის სამმართველოების ყველა თანამშრომელს - ჯამში 500 ადამიანს.
სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე წლის დასაწყისში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5150 თანამშრომელს, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო, ანაზღაურება უკვე გაეზარდათ.
ხელფასის ზრდის პროცესი დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ეტაპობრივად გაგრძელდება.