შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 147-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარჩინებული და პროფესიონალიზმით გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა. გიგა ნიკოლეიშვილმა მათ მადლობის სიგელები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები პირადად გადასცა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცის მიღებამდე 10-დღიანი კარანტინი გაიარეს, ფიცის დადების შემდეგ კი ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამსახურს გაივლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში ჩაირიცხებიან და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
ვიდეო გალერეა