შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სერვისის გაუმჯობესების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - ლევან კაკავამ და ნინო ჯავახაძემ, თბილისში (ფანჯიკიძის ქუჩა N6), დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრი გახსნეს. მინისტრის მოადგილეებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან - გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ახალი ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს დეტალურად გაეცნენ.
ახლად შექმნილი ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
დაცვის პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნის შემდეგ, დღეიდან, მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ.