დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2020 წლის დადგომას საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატება, ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.
გიორგი ბაგრატიონმა, მოადგილეებთან ერთად, ის თანამშრომლები მოინახულა, რომლებიც ახალ წელს საგუშაგოებზე, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას შეხვდნენ. დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.