შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოში სამუშაო თათბირი გამართა. გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
სამუშაო თათბირის შემდეგ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და რეგიონში არსებული დაცვის პოლიციის მიერ დაცული სხვა სტრატეგიული ობიექტები მოინახულა.