მთავარი / სიახლეები

2022-11-06

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - "ემეგობრე პოლიციას" რაჭაში გრძელდება

უკან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად ამბროლაურში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
 
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე და ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სახალხო ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში გასცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას.
 
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ამავე დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა. ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
 
კამპანიის ფარგლებში, სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში​ მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს მართავენ, სადაც მოზარდებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.
 
ფოტოგალერეა


დაგვიკავშირდით

იურიდიული მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N:158 ინდექსი: 0131

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი:
ქ. თბილისი ფანჯიკიძის N6
info@spd.ge
125
FACEBOOK

მოგვწერეთ

  • ქ. თბილისის დპ სამმართველო
    მისამართი: წერეთლის გამზირი 136
    ტელეფონი: 577 609-001; 2 35 22 25; 2 34 77 82;
    ელფოსტა: tbilisi@spd.ge
  • კახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: თელავი, ჩოხელის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-323; (0 350) 27 31 85;
    ელფოსტა: kakheti@spd.ge
  • სამეგრელო-ზ/სვანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ფოთი, ნ. ჟვანიას ქ.30
    ტელეფონი: 577 609-411; (0 493) 22 22 19;
    ელფოსტა: samegrelo-zemosvaneti@spd.ge
  • იმერეთი-გურიის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ.5
    ტელეფონი: 577 025-003; (0 431) 22 48 65;
    ელფოსტა: imereti-guria@spd.ge
  • აჭარის დპ სამმართველო
    მისამართი: ბათუმი, აბუსერიძის ქ.11
    ტელეფონი: 577 025-815; (0 422) 27 02 97 79;
    ელფოსტა: adjara@spd.ge
  • ქვ. ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ.23
    ტელეფონი: 577 025-326;
    ელფოსტა: kvemo-kartli@spd.ge
  • შიდა ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: გორი, თამარ მეფის ქ.116
    ტელეფონი: 577 609-189; (0 370) 27 46 73;
    ელფოსტა: shida-kartli@spd.ge
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ახალციხე, ნათენაძის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-489; (0 365) 22 00 41;
    ელფოსტა: samtskhe-javakheti@spd.ge
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: მცხეთა, ღვინჯილიას ქ.5
    ტელეფონი: 577 609-103/106; 2 51 22 03;
    ელფოსტა: mtskheta-mtianeti@spd.ge