შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარმოდგენილი ჰქონდა ავტომობილები, ტექნიკური საშუალებები, საინფორმაციო სტენდი, ასევე იმიტირებული "დაცული სახლი".
დეპარტამენტის სივრცეში მოწყობილი იყო დასაქმების კუთხე, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და ადგილზე შეევსოთ განაცხადი.