ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 12 ვაკანსია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში 12 ვაკანტურ თანამდებობაზე.

რუსთავის დაცვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორი - 3
თანამდებობრივი სარგო 480 ლარი

მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორი - 5
თანამდებობრივი სარგო 355 ლარი

ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორი - 4
თანამდებობრივი სარგო 355 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან 40 წლამდე;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:


კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი;
სახელმწიფო ენის ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2019 წლის 2 აგვისტოდან 5 აგვისტომდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  





 











 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ