ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2 ვაკანსია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.

დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 125-ის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი- 1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი

დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს მოკვლევის სამსახურის უმცროსი ინსპექტორი- 1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 21 წლიდან 45 წლამდე;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office Excel, Microsoft office Word, Microsoft office);
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაციის უნარი;
გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
დოკუმენტაციასთან მუშაობის მაღალი უნარი;
პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2019 წლის 12 ივლისიდან 15 ივლისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  





 











 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ