ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

შსს სსიპ - დპდ ინკასაციის სამმართველოს 14 ვაკანსია

 საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ინკასაციის სამმართველოში 14 ვაკანტურ თანამდებობაზე.


ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.თბილისი) უმცროსი ინსპექტორი10
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი


ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.რუსთავი) უმცროსი ინსპექტორი4
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 21 წლიდან 55 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირება, ინკასირების დაცვა გაცილება და მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2019 წლის 07 მარტიდან  18 მარტამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: .აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: .თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.

უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  





 











 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ