საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები. ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება ჩვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლიდან და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ორი სახის მომსახურებას:
დაცვის პერიმეტრული საგანგაშო სიგნალიზაციით მომსახურების სარგებლობისთვის, დასაცავ ობიექტზე ინსტალირდება და მოთხოვნისამებრ უერთდება შემდეგი მაუწყებელი:
ობიექტში დამონტაჟდებული სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით განგაშის სიგნალი გადაეცემა ცენტრალურ დაკვირვების პუნქტს. საგანგაშო სიგნალის მიღებიდან 2-5 წუთში, დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზეა.
აღნიშნული აპარატურის ინსტალაციას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური საინჟინრო-სამონტაჟო ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით.
ტექნიკური საშუალებებით დაცვის ყოველთვიური გადასახადი:
კომერციული ობიექტი |
150 ლარიდან |
საცხოვრებელი ბინა |
60 ლარიდან |
ინდივიდუალური სახლი |
100 ლარიდან |
სააგარაკო ზონა |
100 ლარიდან |
საცხოვრებელი ბინა + აგარაკი |
135 ლარიდან |
სააგარაკო ზონებია: საგურამო, ნატახტარი, მისაქციელი, არაგვისპირი, ბულაჩაური, წიღელსოფელი, წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი, ტაბახმელა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. |
დაცვის პოლიცია გთავაზობთ ობიექტების საპოლიციო ძალით დაცვას. დაცვის პოლიცია გთავაზობთ ობიექტების დაცვას, როგორც მხოლოდ საპოლიციო ძალით, ასევე კომბინირებულ დაცვას, საპოლიციო და ტექნიკური საშუალებებით დაცვას.
დაცვის პოლიცია დასაცავი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ისეთი დაცვის გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგავს თქვენს ფინანსურ რესურსებს ისე, რომ დაცვის ხარისხი თანამედროვე სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში.
დაცვის პოლიციის მიერ საპოლიციო ძალით დაცვა ხორციელდება, როგორც დღის განმავლობაში, ანუ სამუშაო საათებში, ასევე 24 საათიანი რეჟიმით.
დაცვისთვის საჭირო პოლიციელთა რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ტექნიკურ გამაგრებაზე და სპეციფიკაზე.
ობიექტების საპოლიციო ძალით დაცვის დროს თანამშრომლები აღჭურვილნი არიან უნიფორმით, სეციალური საშუალებებით და ცეცხლსასროლი იარაღით.
საპოლიციო ძალით დაცვის ტარიფები:
ერთი უმცროსი ინსპექტორი |
900 ლარიდან |
ერთი ინსპექტორი |
1000 ლარიდან |
ერთი უფროსი ინსპექტორი |
1200 ლარიდან |
დაცვის უფროსი |
1400 ლარიდან |
დაცვის პოლიცია გთავაზობთ დაცვა-გაცილების მომსახურებას. დაცვა - გაცილება ხორციელდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილებით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მომსახურების ძირითადი მიმართულებებია:
დაცვის პოლიცია გთავაზობთ პირადი დაცვის მომსახურებას. დაცვის პოლიციას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება პიროვნების პირად დაცვასა და ესკორტირებაში, აღნიშნული სერვისი ზრუნავს და უზრუნველყოფს კონკრეტული პირის (პირების) უსაფრთხოებას.
დაცვის პოლიცია იცავს საქართველოს და უცხო ქვეყნის ასეულობით მოქალაქეს. ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონიჭებული ნდობისა და პასუხისმგებლობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულება.
აღნიშნული სერვისის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ კურსებს, სადაც ისინი ითვისებენ თუ როგორ უზრუნველყონ პირის მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო დაცვა.
პირად დაცვის ხელშეკრულების გაფორმებისას, შესაძლებელია მოქალაქემ პირად დაცვაში აიყვანოს როგორც ჩვენი მოქმედი თანამშრომელი, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
პირადი დაცვის ტარიფები:
უმცროსი ინსექტორი |
1000 ლარიდან |
ინსპექტორი |
1200ლარიდან |
უფროსი ინსპექტორი |
1500 ლარიდან |
დაცვის უფროსი |
1800 ლარიდან |
პირადი დაცვის დღიური მომსახურება |
200 ლარი |
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება გულისხმობს ავტომობილით სარგებლობას.ავტომობილით მომსახურებაში შედის მინების დაბურვა და სახელმწიფო ნომრით სარგებლობა. მომსახურების ტარიფი შეადგენს 1700 ლარს.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ფულადი სახსრებისა და ძვირფასეულობის ინკასაციას. ინკასაცია ხორციელდება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი მანქანებით. დაცვის პოლიციის საინკასაციო მომსახურებით საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ბანკი სარგებლობს. ჩვენი თანამშრომლები გადიან მუდმივ საცეცხლე/პრაქტიკულ და თეორიულ გადამზადებას.
2018 წელს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საინკასაციო მომსახურებისთვის "ფორდ ტრანზიტ"-ის მარკის დაჯავშნილი 15 ავტომანქანა შეიძინა. ავტოპარკის განახლების მთავარ მიზანს წარმოადგენდა , მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ინკასაციის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოების სტანტარტების გაზრდა.
დაცვის პოლიცია გთავაზობთ ავტომობილების GPS მომსახურებას. GPS მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის ადგილმდებარეობის, სიჩქარის, გავლილი ტრაექტორიის, მოძრაობის დროის, ძრავის მდგომარეობის LIVE-მონიტორინგი.
ავტომობილებში მონტაჟდება GPS/GPRS მოწყობილობები, რომლებიც GPS სატელიტებიდან მიღებულ სიგნალს ამუშავებენ და ადგენენ ავტომობილების ადგილმდებარეობას. ინფორმაცია GPS-ით გადაეცემა ცენტრალურ სერვერს, სადაც ხდება დამუშავება, დახარისხება და ბაზებში განთავსება. მომხმარებელი ავტომობილებს ონლაინ-რეჟიმში, ვებ-გვერდის www.gpscontrol.ge - ს მეშვეობით აკონტროლებს.
GPS/GPRS მონიტორინგით შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის მიღება: